saqarTvelos qedebi - akibis qedi
მდინარე ღალიძგის ზემო დინების და მდინარე ენგურის აუზების წყალგამყოფი ქედი. ჩრდილოეთით გადაჭიმულია მდინარე ლარაკვაკვამდე (ენგურის მარჯვენა შენაკადი), სამხრეთით - მდინარე ოქუმის სათავეებამდე. უმაღლესი მწვერვალია აკიბა. სიმაღლე ზღვის დონიდან 2811 მ. აგებულია ძირითადად იურული პორფირიტებით. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. თხემურ ზოლში ალპური, ქვემოთ კი სუბალპური მდელოებია, უფრო დაბლა წიწვიანი და ფართოფოთლიანი ტყეებია.